Freedom House “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს “რუსული კანონი”

Freedom House “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს ხელახლა ინიცირებული “რუსული კანონი.”

საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.

“უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს – ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია “ქართულ ოცნებას,” დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი,” – წერს Freedom House X-ზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ გაშვებული 28 “შაჰიდი” და 3 რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები
შემდეგი სტატიაევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა – ჰელსინკის კომისია “რუსულ კანონზე”