Freedom House – მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების განცხადების გაკეთებიდან ორ კვირაში პროკურატურამ ბრალი წაუყენა

Freedom House-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დარტყმის ქვეშაა – ანა ნაცვლიშვილი
Freedom House-ის ანგარიშში ღიადაა საუბარი, რომ 2012 წლის შემდეგ მცირეხნიანი გაუმჯობესება შეცვალა ოლიგარქიულმა მმართველობამ და ფართოდ გავრცელებულმა კორუფციამ, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დაიცავს მოქალაქეთა უფლებებს და ლაგამს ამოსდებს აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობას, მედია პოლარიზებული და წნეხის ქვეშაა. ცალსახად ნეგატიურადაა შეფასებული არჩევნები და საარჩევნო გარემო, საუბარია მეტად უთანასწორო გარემოზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და მრავალი ტიპის საარჩევნო დარღვევაზე, რაც ფიქსირება პრაქტიკაში და რაზეც ოპოზიცია და მათშორის ლელოც აქტიურად საუბრობდა საარჩევნო პროცესების შეფადებისას.
ანგარიშში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეც, მათ შორის მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის პოლიტიკური დევნის საქმეზე, სადაც კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნათლად ჩანს შერჩევითი მართლმსაჯულების კვალი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განცხადების გაკეთებიდან ორ კვირაში პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა, რაც ცალსახად ადასტურებს და ხაზს უსვამს ამ ქეისის პოლიტიკურ მდგენელს.
Freedom House-ის ანგარიში კიდევ ერთი მძიმე დიაგნოზია საქართვლეოში არსებული ვითარების და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა – ახალი, სამართლიანი არჩევნების სახით და სისტემური ცვლილებებით: მართლმსაჯულებაში, საარჩევნო კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებებში და სხვ მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიზალკანიანი: რეგიონში ახალი პროცესები მიმდინარეობს და საქართველომ მოწინავე პოზიციები უნდა შეინარჩუნოს
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კანონპროექტზე ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ