Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია

დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში გაუარესებულია – დასკვნას Freedom House აქვეყნებს. ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმოიხილავს “გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების მდგომარეობას, საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.18-დან 3.07-მდე დაეცა და ის კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში რჩება.

დაეცა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგიც, რისი მიზეზიც 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა. ასევე შემცირდა სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რამაც გამოიწვია ივლისში, თბილისი პრაიდზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმამ.

Freedom House-ის შეფასებით, გაუარასებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგიც. კერძოდ, ეს გამოიხატა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების პოლიტიზებულ განხილვასა და მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელების ჩავარდნაში.

banner
წინა სტატიაშიპარიზის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა
შემდეგი სტატიახატია წილოსანი: „შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის და კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“