განჩინების Freedom House ეხმაურება. ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამების ვიცე პრეზიდენტის, რობერტ ჰერმანის თქმით, რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიას.
“რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. მთავრობა არღვევს საკთარი ამომრჩევლებისთვის მიცემულ პირობას, რომ კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის პრესის თვისუფლების კუთხით წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალ სტანდარტებს დაიცავდა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაასრულოს ჩარევა მედიაში,” – ნათქვამია განცხადებაში.