Freedom House: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს

გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2021 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი შემცირებულია. აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს 100-დან მხოლოდ, 36.31% აქვს, მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 1,2%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება 7-ქულიან სკალას, ქართული დემოკრატია 3,18 ქულითაა შეფასებული. საქართველო მოხსენიებულია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. Freedom House-ის შეფასებით საარჩევნო პროცესის ქულა 3.25-დან 3.0-მდე შემცირდა.

შემცირდა მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგიც, რომელიც ერთი წლის წინ 3.75 ქულით იყო შეფასებული, ახლა კი 3.50 ქულით ფასდება.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციაც.
„კორუფცია საქართველოში 2020 წელსაც პრობლემად რჩება. ის კიდევ უფრო გამძაფრდა COVID-19 კრიზისის მენეჯმენტით და ასევე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიით. წინასაარჩევნოდ, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა 22 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა, რაც ბევრად აღემატება სხვა პარტიებისას. პოლიტიკურ შემოწირულობებს ხშირად აქვთ კორუფციის რისკი და, შესაბამისად, მათ თვალყურს ადევნებენ მაკონტროლებელი ჯგუფები.

ანგარიშის მიხედვით, ქულები შემდეგნარად გადანაწილდა:

ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა – 2.50 ქულა 7.00 ქულიდან;
საარჩევნო პროცესები – 3.0 ქულა 7.00 ქულიდან;
სამოქალაქო საზოგადოება – 4.25 ქულა 7.00 ქულიდან;
მედიის დამოუკიდებლობა – 3.50 ქულა 7.00 ქულიდან;
ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა – 2.75 ქულა 7.00 ქულიდან;
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – 2.75 ქულა 7.00 ქულიდან;
კორუფცია – 3.50 ქულა 7.00 ქულიდან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ლაშა სვანი და უმკა დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს