ფრანსუა ოლანდი ებრაელებს გაძლიერებულ დაცვას დაჰპირდა

საფრანგეთიის პრეზიდენტმა ყველა რელიგიის დაცვის პირობა დადო

ერთიანობის მარშის დასრულების შემდეგ ფრანსუა ოლანდი პარიზის მთავარ სინაგოგაში მივა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ტერორისტმა ამედი კულიბალიმ სუპერმარკეტში მოკლა.
ამ ფონზე ფრანსუა ოლანდი ებრაელებს გაძლიერებულ დაცვას დაჰპირდა. მან ელისეს სასახლეში ებრაული სათვისტომოს ლიდერები მიიღო და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ებრაულ სალოცავებს, რელიგიურ და საზოგადოებრივ ობიექტებს საფრანგეთის ჯარი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ოპოზიცია საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაპარიზში ერთიანობის მარში დაიწყო