FBI-მ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა.
ინფორმაციას FOX News ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულია ხუთი ადამიანი და იდენტიფიცირებულია 23 პირი, რომელიც, სავარაუდოდ, შეთქმულთა პოტენციური ქსელის ნაწილს შეადგენდნენ
გამოცემა თავდასხმის სავარაუდო გეგმასაც ასაჯაროებს:
“პირველი ტალღა: ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატენილი დრონების გამოყენება ღონისძიების მიმდებარე შენობებზე დასარტყმელად.
პანიკის შექმნა: მასობრივი ევაკუაციის პროვოცირება და ხალხის მასის მიმართვა წინასწარ პოზიციონირებული სნაიპერების ჯგუფისკენ.
მეორე ტალღა: ოფიციალური პირების ცნობით, ამის შემდეგ იგეგმებოდა თეთრი სახლის ჭიშკრის შტურმით აღება.
გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მიმოწერები, სადაც თავდასხმა განიხილებოდა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის iPhone-ის შემოწმებამ გამოავლინა სულ მცირე 23 Signal-ის მომხმარებელი, რომლებიც ოპერაციისწინა აქტივობებში მონაწილეობდნენ.
ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მათი მიზანი იყო „კაპიტალისტი ელიტების“, „მილიარდერებისა“ ან იმ პოლიტიკოსების სამიზნეში ამოღება, რომლებიც შემოწირულობებს იღებდნენ „ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტისგან.“















