Fox News მაყურებელს ბოდიშს უხდის

ამერიკულმა ტელეარხმა Fox News ინგლისელ და ფრანგ მაყურებელს ბოდიში მოუხადა იმ შეცდომისთვის, რომელიც სიუჟეტში იყო დაშვებული კომენტატორის მხრიდან.
ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც ტერორიზმის და ისლამური ექსტრემიზმის პრობლემებს ეხებოდა, ჟურნალისტმა სტივენ ემერსონმა ინგლისური ქალაქი ბირმინგემი აღწერა როგორც სრულიად მუსლიმური ქალაქი, ასევე თქვა, რომ ორივე ქვეყანაში არის რაიონები, სადაც სხვა კონფესიის ადამიანები ვერ შედიან.
სარედაქციო პოლიტიკის განყოფილებაში და ასევე წამყვანის მიერ არ იქნა შემოწმებული ეს არაფრით დამტკიცებული სიტყვები.
სიუჟეტის გასვლის შემდეგ Fox News-მა კორესპონდენტის სიტყვებს შეცდომა უწოდა, „რომელმაც ხალხი გაურკვევლობაში შეიყვანა“.
ტელეკომპანიამ 750 დოლარი ბირმინგემის ბავშვთა საავადმყოფოსაც შესწირა.
ბირმინგემის მუსლიმი მოსახლეობა სტატისტიკით 20%-ს არ აღემატება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ავსტრალიაში ტროპიკულ ციკლონს ელოდებიან
შემდეგი სტატიამარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი გარდაიცვალა