(Foto) უნდა დასრულდეს მამათმავლების დიდი ეპოქა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში!!!

დღევანდელი სკანდალის გაგრძელება, გაეცანით ბოლომდე!!!

ეს არის პროქტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩაუტარდა მიტროპოლიტ ნიკოლოზს (მახარაძე). იგი 1978-1983 წლებში იყო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი და მოქმედი მღვდელმთავარი. იგი იყო პირველი, ვინც ეპისკოპოსად გამოარჩია და აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
მანამდე კი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის მამამთავრობისას, ჯერ კიდევ ერისკაცი მახარაძე სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, სადაც იგი მხილებულ იქნა მამათმავლურ მიდრეკილებებში, რის გამოც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ კატეგორიულად აუკრძალა იმჟამად მოქმედ ყველა მღვდელმთავარს მახარაძის სასულიერო პირად ხელდასხმა, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის აკრძალვის საწინააღმდეგოდ, 1977 წლის იანვარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ (ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი) მამათმავალი მახარაძე აღკვეცა ბერად, აკურთხა ჯერ დიაკვნად და მოკლე დროში – მღვდლად. ამავე წლის მაისში მიანიჭა მას არქიმანდრიტის წოდება და დანიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.
მას შემდეგ, რაც საპატრიარქო ტახტი დაიკავა ილია მეორემ, მან პირველად სწორედ არქიმანდრიტი ნიკოლოზი აკურთხა ეპისკოპოსად 1978 წლის 19 თებერვალს და ჩააბარა მას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 1978 წლის 14 დეკემბერს ეპისკოპოს ნიკოლოზს მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 1981 წლის დასაწყისში – მიტროპოლიტის წოდება.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მალევე გაეხვა სკანდალში, აფხაზეთის ასსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ლაგვილავას მიერ იგი მხილებული იქნა მამათმავლობაში, რის გამოც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იგი არა თუ დასაჯა, არამედ ღირსებით კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან კათედრაზე – ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადაიყვანა და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად დაადგინა. სამწუხაროდ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ფავორიტი და პირველ მღვდელმთავრად ხელდასხმული მიტროპოლიტი ნიკოლოზი თავის მამათმავლობას აგრძელებდა ქუთათელ-გაენათელობის დროსაც, რის გამოც, მან პროქტოლოგიური ექსპერტიზა ჩაიტარა. მართალია, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მას არ აღენიშნება პასიური მამათმავლობის ნიშნები, მაგრამ თავად ფაქტი, რომ მიტროპოლიტს დასჭირდა ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება, უმძიმესი და მრავლისმეტყველია. საბოლოოდ, მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) წერილებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვეღარ გადაარჩინა თავისი ფავორიტი მამათმავალი მღვდელმთავარი და 1983 წლის 3 ოქტომბერს წმიდა სინოდმა განკვეთა ხსენებული მიტროპოლიტი.
მიტროპოლიტყოფილი ნიკოლოზი გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს და მიუხედავად მისი განკვეთისა, კათოლიკოს-პატრიარქმა მის საფლავის ქვაზე ამოატვიფრინა “მიტროპოლიტი ნიკოლოზი”.
ნათელია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის წყალობდა მამათმავლებს და აღაზევებდა მათ მღვდელმთავრებად. ეს არის კიდევ ერთი ცხადი დადასტურება, რომ მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) კარგად ცნობილი გარემოება ამხილა.

P.S. პროქტოლოგიური ექსპერტიზა ჩაიტარა მამათმავლობაში მხილებულმა კიდევ ერთმა მღვდელმთავარმა, რომელიც გადაურჩა განკვეთას და დღესაც წმიდა სინოდის წევრია. მან ისიც მოახერხა, რომ მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გააქრო. აღსანიშნავია, რომ ამ მღვდელმთავარმა ხელი მოაწერა მიტროპოლიტ პეტრესთვის მღვდელმოქმედების აკრძალვას.

ისე, სხვებიც თუ ჩაიტარებენ ახლა, არ იქნება ურიგო. ვფიქრობ, ამ მხრივ საინტერესო არაერთი მღვდელმთავარი გვყავს წმინდა სინოდში!!!

აქვე დავსძენ, ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და დედაეკლესია!!!

ყველა უნდა ებრძოლოს ამ საშინელ ცოდვას, ერი და ბერი, როგორც ბატონი ზვიად გამსახურდია იტყოდა!!!

უნდა დასრულდეს მამათმავლების დიდი ეპოქა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში!!! – წერს

მათე ჯღარკავა

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : ხელისუფლება არ იყენებს არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო