სტიქია ბორჯომში – პარკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ბორჯომის პარკიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარე ე.წ. გოგირდის აბანოების ტერიტორიიდან, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ევაკუაცია უკვე განხორციელდა ბორჯომის პარკის ტერიტორიიდან, სადაც დამსვენებლები იმყოფებოდნენ.

stiqia1

სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ეროვნული პარკი, მოგლეჯილია ხეები. მძიმე ვითარებაა სოფლებში – ტბასა და სადგერში, სადაც სეტყვისა და ძლიერი ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა გზები ჩახერგა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.

stiqia borjomi

ამ დროისთვის ვითარება დაწყნარდა ქალაქ ბორჯომში, სადაც გზები იწმინდება, მოძრაობა აღდგენილია ცენტრალურ მაგისტრალზე.

უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ხელმძღვანელობს. სტიქიით დაზიანებულ ყველა უბანზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც ბორჯომში ახალციხიდანაც ჩაიყვანეს.

stiqia

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად უსაფრთოხდ იყოს.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ბორჯომ-ბაკურიანის გზაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზა უკვე იწმინდება და ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან იქნება შესაძლებელი.

 

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) სტიქია ბორჯომში – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს