(Foto) შეცვლილი თარიღი და შეცვლილი ნუმერაცია -რუსთავი2-ის გაყალბებული საქმე?

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ იურისტი დიტო საძაგლიშვილი საკუთარ ,,ფეისბუქზე“ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ საქმის მასალებს აქვეყნებს.

ფოტოში ჩანს, რომ საქმის მასალებზე არსებული ნუმერაცია გადაკეთებულია. საძაგლიშვილის განცხადებით , სასამართლომ, სავარაუდოდ, დოკუმენტაცია გააყალბა.

,,ჩვენ სისტემატურად ვრეკავდით სასამართლოში, წერილიც ჩავაბარეთ მათ შორის , რომ ეცნობებინათ დიდი პალატის შემადგენლობა. 27 თებერვალს დაგვირეკეს და გვითხრეს შემადგენლობა, 2 მარტს კი უკვე გამოცხადდა გადაწყვეტილება. რუსთავი2-ზე გაკეთდა სიუჟეტი, თუ როგორ მოასწრეს ამ სამ დღეში საქმის მასალების გაცნობა და გადაწყვეტილების გამოტანაც. ანუ 27 თებერვლიდან 2 მარტამდე. რის საპასუხოდაც უზენაესმა სასამართლომ საკუთარ გვერდზე ატვირთა განცხადება, რომ 1 დეკემბერს დავაკომპლექტეთ შემადგენლობა და არა 27 თებერვალსო, ანუ რამოდენიმე თვე მქონდა და არა სამი დღეო.

ორი ვარაუდი გვქონდა: ან გვიმალავდნენ თავის დროზე შემადგენლობას ან მერე უკვე გააყალბეს დოკუმენტი და ძველი ტარიღი ჩადეს საქმეში, რომ თითქოს 1 დეკემბერს დაკომპლექტდა მართლა.

დღეს რომ გამოვითხოვეთ საქმის მასალები, ჩადებულია ეს დოკუმენტი მართლაც ანუ მიმართვა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დაკომპლექტებაზე დევს საქმეში. საქმე ზოგადად ინომრება, როგორც კი რაიმე დოკუმენტი შედის ისიც ინომრება და ისე ხდება დაფაილება. შესაბამისად, როცა გიწევს ძველი თარიღით რაღაც დოკუმენტის ჩადება ძველი ნუმერაცია უნდა გადააკეთო სხვანაირად არ გამოდის. გარემოებები მიუთითებენ, რომ გააყალბეს დოკუმენტაცია.

გამოძიებას შეუძლია ამის დადგენა, რადგან რეალურად დანაშაულია, როცა დოკუმენტის გაყალბება ხდება.“- აცხადებს საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგატაცებული BMW X5 ნაპოვნია – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს განცხადება აფხაზეთში ე.წ. არჩენებზე და სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმზე