(foto) საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტი მიმდინარეობს

xariსაკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტი მიმდინარეობს. Black Sea Arena-ზე შესვლა19:00 საათიდან დაიწყო.კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა Black Sea Arena, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები კონცერტებს გამართავენ.
კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცა. აგილერას ფანებებთან ერთად არის ბერა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად.

ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი 8 აგვისტოს წარდგება მსმენელის წინაშე, 13 აგვისტოს ანსამბლი „ერისიონი“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი Scorpions-ის კონცერტი გაიმართება.

 

ქეთი ფერაძე

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: გიორგი პაპუაშვილი მომდევნო კვირას დაიკითხება
შემდეგი სტატიაერევანში ისევ გრძელდება დემონსტრაცია