(FOTO) ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკში გადასატანად კიდევ სამ ხეს ამზადებს

ოზურგეთის საკრებულოს და “ლეიბორისტული პარტიის” წევრის ნათია შარაშენიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გურიაში, სოფელ ნატანებში კიდევ სამ ხეს ამზადებს:

“მაგნოლიას ბედს კიდევ სამი ხე გაიზიარებს, სოფ.ნატანებში ასწლოვანი მუხა და ყოფილი ჩაის ფაბრიკის ეზოში 2 გიგანტური უნიკალური ჯიშის ხე მოგლიჯა და წასაღებად ამზადებს, მიაქვს საკუთარ ეზოში.” წერს შარაშენიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიდრანდის ციხეში დაკავებული გიორგი ლუკავას მეუღლე მე-6 დღეა შიმშილობს
შემდეგი სტატიაამბროლაურის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს