(foto) ინდოელი აქტივისტი 16 წლიან შიმშილობას წყვეტს

ინდოელი აქტივისტი ირომ სარმილა ჩანუ, შიმშილობას 16 წლის შემდეგ შეწყვეტს, რომელიც მან თავის დროზე პროტესტის ნიშნად დაიწყო, ინდოეთის შტატ მანიპურში ძალოვანებისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭების გამო.
აქტივისტი ბევრჯერ დააკავეს და აიძულეს ეჭამა, ინდოეთის კანონების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, თვითმკვლელობის მცდელობა დანაშაულია.
სამშაბათს სასამართლომ ის გირაოთი გაუშვა – იმის შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს და მანიპურის შტატში არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.
შარმილამ შიმშილობა კანონის პროტესტის ნიშნად დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედროებს უფლება ეძლევათ ორდერის გარეშე დააპატიმრონ ეჭვმიტანილი და ესროლონ კიდეც, განსაკუთრებულ სიტუაციებში.
კანონი კაშმირსა და მანიპურში დღემდე მოქმედებს.
მან შიმშილობის შეწყვეტა გადაწყვიტა რომ ახლა “ბრძოლის სხვა მეთოდი სცადოს”, რადგანაც “16 წელის მშიერია, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია”.
ინდოელ აქტივისტს 10 წელზე მეტი ხანი ძალით აჭმევდნენ ცხვირზე მიმაგრებული მილით. მან შიმშილობა 16 წლის ასაკში მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი რამდენიმე მშვიდობიანი მეზობელი სამხედროებმა მოკლეს.
16 წლის ასაკიდან, მეტი წილი, მან ზედამხედველობის ქვეშ მანიპურის შტატის დედაქალაქის საავადმყოფოში გაატარა, სადაც მას წამლებისა და საბავშვო კვების ნარევს ხელოვნურად აჭმევდნენ.
ორ თვეში ერთხელ, აქტივისტი მანუპურის უმაღლეს სასამართლოში ცხადდებოდა, რომ თავისი პროტესტი დაეფიქსირებინა. Amnesty International-მა მას “სინდისის პატიმარი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშისირიის მთავრობამ ალეპოში მყოფი ამბოხებულების ბლოკირებაზე განაცხადა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს