(foto) აზებაიჯანი სომხეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან გამოსროლილი საერთაშორისო კანონმდებლობით აკძალული ქიმიური იარაღის აუფეთქებელი ჭურვი აღმოაჩინეს.
აზერბაიჯანული მხარის მიერ გავცელებული ინფორმაციით, ქიმიური ბომბი, ყარაბახის ტერიტორიაზე, აზერბაიჯან-სომხთის ბოლო დროინდელი შეტაკებების დროს სომხურმა მხარემ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ  ევროკომისიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დეპუტატ გრანტ ბაგრატიანის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ერევანს ატომური იარაღი აქვს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის თქმით, ინფორმაცია მოითხოვს გადამოწმებას. “თქვენ იცით ჩვენი პოზიცია ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, იცით ჩვენი მიდგომა, რომელიც ნათელია, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს” – განაცხადა კოსიანჩიჩმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში პრეს-კონფერენციაზე დეპუტატმა ბაგრატიანმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ერევანს გააჩნია ატომური იარაღი და აქვს მისი წარმოების შესაძლებლობა. სააგენტო Armenia Today-ის ინფორმაციით, მან სომხეთის პარლამენტს მოუწოდა მსგავსი შეიარაღების შექმნისკენ, რადგანაც, მისი აზრით, ეს თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.

qimia2 qimia6 oiuy qimiaaaaaaaaaaa

qimia

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა​ სააგენტომ კახეთში საშიში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო