Ford-მა ტერეზა მეის აცნობა, რომ ბრიტანეთიდან გადის

ამერიკულმა ავტოკონცერნმა Ford-მა განაცხადა, რომ ის ბრიტანეთიდან გასასვლელად უკვე ემზადება. როგორც Times-ის მასალაში წერია, კომპანიის მმართველთა საბჭომ ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის უკვე აცნობა. კონცერნი საკუთარი წარმოებისთვის ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ავტოკონცერნის გადაწყვეტილება სამეფოს ევროკავშირიდან გასვლამ გამოიწვია, რომლის შემდეგადაც ბუნდოვანია ბრიტანეთის ეკონომიკური მომავალი.
ადრე გავრცელდა, რომ “ფორდი” ერთ მილიარდ დოლარს დაკარგავს ხისტი “ბრექსიტის” შემთხვევაში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატიააშშ-ს დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული