Ford -ი გერმანიაში 5 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს

ამერიკული ავტოკონცერნი Ford -ი გერმანიაში 5 ათასი სამუშაო ადგილის შეამცირებას გეგმავს. ეს ნაბიჯი იანვარში გამოცხადებული კონცერნის რესტრუქტურიზაციის ნაწილია – განაცხადეს “ფორდის” ადმინისტრაციაში. ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ეს ზომა მინიმუმ 500 მილიონი დოლარის დაზოგვას შეუწყობს ხელს.

გერმანიაში, ავტოკონცერნის ქარხნებში 24 ათასი ადამიანი მუშაობს, მათგან უმეტესობა კიოლნშია. ავტოკონცერნი 49 წლამდე თანამშრომლებს კომპენსაციას გაუზრდის, 50 წლის ასაკის პირებს კი პენსიაზე ადრე გასვლას შესთავაზებს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიკაჩინსკი ლგბტ-თემს: “შორს დაიჭირეთ თავი ჩვენი შვილებისგან”
შემდეგი სტატია10 ათასობით ლარის პრემიები – სქემა, რომლითაც ჭიდაობის ფედერაციაში, სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ, გაშიფრულია