Forbes–ის რუსულენოვანმა ვერსიამ ბაკურიანი იმ კურორტების ათეულში შეიყვანა

bakurianiForbes–ის რუსულენოვანმა ვერსიამ ბაკურიანი იმ კურორტების ათეულში შეიყვანა, რომლებიც აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

„დასვენების დრო არ არის – 10 პოპულარული ადგილი აქტიური საზაფხულო შვებულებისთვის“ – ასე ქვია სტატიას, რომელსაც რუსულენოვანი Forbes–ი დღეს აქვეყნებს.

ჟურნალმა რეიტინგი სასტუმროების საძიებო სისტემასთან RoomGuru.ru–სთან ერთად, მომხმარებელთა გამოკითხვის გზით შეადგინა.

წარმოდგენილ რეიტინგში დასვენების ღირებულებაცაა მოცემული, რომელშიც შედის ავიაბილეთის ფასი ორ ადამიანზე მოსკოვიდან უკან, შვიდდღიანი ცხოვრება სასტუმროში, ორკაციან ნომერში და ერთი ან რამდენიმე სახეობის გართობის ტარიფი.

აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული კურორტების ათეული ასე გამოიყურება:

1. კრასნაია პოლიანა, სოჭი, 101,4 ათასი რუბლი;
2. ჩიმბულაკი (ალმაატა, ყაზახეთი) – 80,7 ათასი რუბლი;
3. შახდაგი (აზერბაიჯანი) – 61 ათასი რუბლი;
4. შერეგეში (რუსეთი, კემეროვოს ოლქი) 65,4 ათასი რუბლი;
5. ბაკურიანი – 55,6 ათასი რუბლი;
6. ბუკოველი (ლვოვი, უკრაინა) 55,3 ათასი რუბლი
7. ინსბრუკი (ავსტრია) 141,2 ათასი რუბლი;
8. ლა მოლინა (ბარსელონა) 94 ათასი რუბლი
9. ბიარიცი (საფრანგეთი) 151, 8 ათასი რუბლი
10. ენტადინი – ციურიხი, შვეიცარია, 137 ათასი რუბლი.

ბაკურიანის შესახებ „ფორბსი“ წერს, რომ კურორტზე ასვლა შესაძლებელია თბილისიდან, სადაც მოსკოვიდან ჩაფრენა 30 ათასი რუბლი ღირს. ადგილობრივ სასტუმროში 7 დღით ცხოვრება კი 18 ათასი რუბლი ჯდება.

„აქ ბევრი შესაძლებლობაა დინამიური დასვენებისთვის: სამთო საფეხმავლო ტურიზმი, ჯიპინგი, რაფტინგი და პარაპლანით ფრენა. სამთო ველოსიპედის მოყვარულებს შორის პოპულარულია ცხრაწყაროს უღელტეხილი წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებით. რომანტიკით ტკბობა ტაბაწყურის ტბაზეც შეიძლება, სადაც ტურისტები თევზაობისა და ნადირობის მიზნით ადიან. იქვე შესაძლებელია დაივინგით გართობა,“ – წერს Forbes–ი.

commersant.ge

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე სარჩელი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემა