12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

Forbes-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $2.7 მილიარდია და რეიტინგში 1 560-ე ადგილზეა

Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის რეალური ქონება 2.7 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, როგორც წინა წელს. მიუხედავად ამისა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა.

როგორც გამოცემა BMG წერს, 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი ქონების შეფასება 2025 წელს $2.7 მილიარდამდე შეამცირა.

განსხვავებული ვითარებაა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პროფილი გასულ წელს, $6.5-მილიარდიანი შეფასებით წაიშალა და ის ამჟამად ამ სიაში აღარ არის.

banner
წინა სტატიაშიარქიეპისკოპოსი ზენონი: თბილისის სილამაზე ჩაბეტონებამ შთანთქა, ქალაქს სუნთქვის საშუალება აღარ აქვს
შემდეგი სტატიაზახაროვა: საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ჩავიდნენ და “სიმართლე” თავად იხილონ