Forbes-ი: პოტანინი რუსი მდიდრების სიის თავშია

„ნორნიკელის“ და „ინტერროსის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ პოტანინი პირველად ჩაუდგა სათავეში Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული 200 ყველაზე მდიდარი რუსის სიას. ჟურნალმა მისი ქონება 15,4 მილიარდით შეაფასა.
ერთი წლის განმავლობაში მილიარდელის ქონება 2,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რეიტინგის მეორე ადგილზეა „ალფა ჯგუფის“ თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ „რენოვის“ მფლობელი ვიქტორ ვეკსელბერგი (14,2 მილიარდი დოლარი), „სევერსტალის“ გენერალური დირექტორი ალეკსეი მორდაშოვი (13 მილიარდი დოლარი), „ნოვატეკის“ მართვის საბჭოს წარმომადგენელი ლეონიდ მიჰელსონი (11,7 მილიარდი დოლარი), ვოლგა გრუპის მფლობელი გენადი ტიმჩენკო (10,7 მილიარდი დოლარი), და ჯგუფ „ონეკსინის“ მფლობელი მიხეილ პროხოროვი (9,9 მილიარდი დოლარი).
ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი რეიტინგის მე-12 ადგილზეა 9,1 მილიარდი დოლარით.
ჯამში, 2015 წლის 200 მილიარდელების საერთო თანხა 2014 წელთან შედარებით 481 მილიარდი დოლარიდან 408 მილიარდამდე შემცირდა. ასევე შემცირდა თვითონ მილიარდელების რიცხვიც 111-დან 88-მდე.
2015 წლის რეიტინგში 11 ახალი სახეა, მათ შორის ქალი – ოლგა ბელიანცევა, რომელიც ქარხანა „პროგრესის“ თანამფლობელია. ქარხანა ბავშვთა კვებას და მინერალურ წყალს უშვებს.

banner
წინა სტატიაშიიაპონია რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდილ აქტიურობაზე ლაპარაკობს
შემდეგი სტატიარუსეთის მთავრობამ აბორტების აკრძალვას მხარი არ დაუჭირა