- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
Forbes-ი: პოტანინი რუსი მდიდრების სიის თავშია
მნიშვნელოვანი
- Forbes-ი: პოტანინი რუსი მდიდრების სიის თავშია
სხვა სტატიები
- ნათია თურნავა : ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდაშია ჩართული, ჟანგბადით მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება
- ელისაბედ II-მ, შესაძლებელია 400 წლის მანძილზე პირველად გამოიყენოს ვეტოს უფლება რეფერენდუმთან დაკავშირებით
- იაპონიამ აბე და პუტინის მოსკოვში შეხვედრის თარიღი გაავრცელა
„ნორნიკელის“ და „ინტერროსის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ პოტანინი პირველად ჩაუდგა სათავეში Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული 200 ყველაზე მდიდარი რუსის სიას. ჟურნალმა მისი ქონება 15,4 მილიარდით შეაფასა.
ერთი წლის განმავლობაში მილიარდელის ქონება 2,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რეიტინგის მეორე ადგილზეა „ალფა ჯგუფის“ თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ „რენოვის“ მფლობელი ვიქტორ ვეკსელბერგი (14,2 მილიარდი დოლარი), „სევერსტალის“ გენერალური დირექტორი ალეკსეი მორდაშოვი (13 მილიარდი დოლარი), „ნოვატეკის“ მართვის საბჭოს წარმომადგენელი ლეონიდ მიჰელსონი (11,7 მილიარდი დოლარი), ვოლგა გრუპის მფლობელი გენადი ტიმჩენკო (10,7 მილიარდი დოლარი), და ჯგუფ „ონეკსინის“ მფლობელი მიხეილ პროხოროვი (9,9 მილიარდი დოლარი).
ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი რეიტინგის მე-12 ადგილზეა 9,1 მილიარდი დოლარით.
ჯამში, 2015 წლის 200 მილიარდელების საერთო თანხა 2014 წელთან შედარებით 481 მილიარდი დოლარიდან 408 მილიარდამდე შემცირდა. ასევე შემცირდა თვითონ მილიარდელების რიცხვიც 111-დან 88-მდე.
2015 წლის რეიტინგში 11 ახალი სახეა, მათ შორის ქალი – ოლგა ბელიანცევა, რომელიც ქარხანა „პროგრესის“ თანამფლობელია. ქარხანა ბავშვთა კვებას და მინერალურ წყალს უშვებს.