Financial Times:ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციის გამო უკრაინამ შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი არ მიიღოს

“დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აშშ და ევროკავშირი ვერ ბედავდნენ ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვითარება იცვლება. ეს პირველ რიგში უკრაინის ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსების კრიზისს უკავშირდება.

Financial Times აღნიშნავს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციის გამო უკრაინამ შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი არ მიიღოს, რაც ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებს ალტერნატიული გზების ძიებისკენ აიძულებს.

“ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ მოკლე ვადაა გადაწყვეტილების მისაღებად. მათ ივარაუდეს, რომ ეს “დიდი შვიდეულის” ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე შეიძლება იქნას განხილული”, – წერს გამოცემა.

ამავდროულად გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პოზიცია რუსული კომპანიებისთვის შემოსავლების შემცირებისკენაა უფრო მიმართული.

“სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მიუთითებს [გაყინულ რუსულ] აქტივებზე და უკვირს, ისინი ჯერ კიდევ რატომ რჩებიან მანდ,” – აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: “უკულტურო, არაქართული და არაევროპული საქციელია”
შემდეგი სტატიალაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა