Financial Times: “თბილისი ნეიტრალიტეტისკენ და რუსეთის გავლენის სფეროსკენ იხრება”

Financial Times-ი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, პოლიტიკურ კრიზისსა და მოახლოებულ არჩევნებზე საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით – “დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში; თბილისი ნეიტრალიტეტისკენ და რუსეთის გავლენის სფეროსკენ იხრება”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ახალ ყველანაირ ღონეს მიმართავს ძალაუფლებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

“საქართველო მიმართულებას ცვლის. ოქტომბრის არჩევნების წინ, ის ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არიან, თვლიან, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს ძალაუფლებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. რუსეთის პოლიტიკური ლიდერები უკვე პროგნოზირებენ ძალადობრივ მოვლენებს არჩევნების შემდეგ. წლების განმავლობაში ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მოძრაობის შემდეგ საქართველოს დე ფაქტო ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო, რომ ძალაუფლებას კარგავს და კურსი შეცვალა. საქართველო ახლა დასავლეთსა და რუსულ სამყაროს შორის არსებული ნაცრისფერი ზონისკენ მიცურავს.

უკრაინის ომმა საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რის შედეგადაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესთავაზეს. შესაძლოა, ივანიშვილს, ქართველების უმეტესობისგან განსხვავებით, სულაც არ სურდა ეს გაუთვალისწინებელი საჩუქარი. ბლოკის სტანდარტებთან შესაბამისობა და მით უმეტეს გაწევრიანება ნიშნავს, რომ ქვეყნის მართვის სისტემა, მათ შორის სასამართლო, სერიოზულად უნდა გაიწმინდოს. ამიტომ, მთავრობის ბოლო ქმედებების შედეგად, გაწევრიანების პროცესი გაყინულია. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი კვლავ გვპირდება ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის,” – წერია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ივანიშვილის ფრჩხილის ფასად არ ღირს არც ერთი ოპოზიციონერი
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს