Financial Times: რუსეთი, შესაძლოა, 2024 წლის ზაფხულში უკრაინაში დიდ შეტევას გეგმავდეს

რუსეთი, შესაძლოა, 2024 წლის ზაფხულში უკრაინაში დიდ შეტევას გეგმავდეს. არ არის გამორიცხული ხარკოვის ან თუნდაც კიევის აღების განმეორებითი მცდელობა, – ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

გამოცემა, უკრაინის უშიშროების ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ შეტევის მიზანი, შესაძლოა, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სრული აღება იყოს. გარდა ამისა, ოფიციალური პირების თქმით, არ არის გამორიცხული ხარკოვის ან კიევის ხელში ჩაგდების კიდევ ერთი მცდელობა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინაში იგივე რჩება, კრემლის რეჟიმს სურს უკრაინის ხელში ჩაგდება და ხალხის დამორჩილება. ამიტომ გასაგებია, რატომ აგრძელებს რუსეთი შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით ავდიივკას რაიონში, ასევე ლიმანსა და კუპიანსკის მახლობლად.

ამავდროულად, ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ ოპერატიული გარღვევის პერსპექტივები როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე უკრაინის მხრიდან 2024 წელს მცირეა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ
შემდეგი სტატიასოფო ჯაფარიძე – ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს