Financial Times-ი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკების ანაზღაურებაზე წერს

,,ისლამური სახელმწიფოს,,შემოსავლების დაახლოებით ორი მესამედი ჯიჰადისტების ხელფასებზე მიდის.

გამოცემის მონაცემებით, უცხოელები, რომლებიც მოხალისეებად ეწერებიან ტერორისტების სიაში, ყოველთვიურად 600-დან 1000 დოლარამდე იღებენ ანაზღაურებას, ადგილობრივები კი, რომლებმაც ერთგულება შეჰფიცეს ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერს ალ-ბაღდადის, 200-300 დოლარი აქვთ.
გარდა ამისა, ისინი, ვისაც ფიცი არ აქვს დადებული, ყოველთვიურად 50-100 დოლარს იღებენ. თუკი ბოევიკებს ცოლი ან შვილი ყავს, ისინი დანამატს დაახლოებით 85 დოლარს იღებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოევიკობა ყველაზე ხელსაყრელია… ,,ისეთი ანაზღაურება, როგორიც მათ, არა აქვთ ადგილობრივ საავადმყოფოებში მომუშავე ექიმებსაც კი,, აცხადებს გამოცემა

 

banner
წინა სტატიაში„591-ზე იწყება ეს ნომერი“ – ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიამინსკში, მამაკაცმა გოგონას მისივე სახლში მოპარული 24 მილიონი დაახარჯა…