Financial Times-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ჩართულობის შემცირებას განიხილავს.
გამოცემის წყაროების ცნობით, მთავარი როლის დაკავება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს სურს, რომელიც პარალელურად ორმხრივ კონტაქტებს შეინარჩუნებს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის სადაზვერვო უწყებებთან. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს სპეცწარმომადგენლის პოსტს (მათ შორის ახლო აღმოსავლეთში) და შესაძლოა უკრაინის მიმართულებით რეტკლიფთან ერთად განაგრძოს მუშაობა.
Financial Times-ის ორ წყაროზე დაყრდნობით, ჯონ რეტკლიფსა და სტივ უიტკოფს შორის გრძელდება შიდა დაპირისპირება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აიღებს კონკრეტულ პასუხისმგებლობებს
ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებზე რეტკლიფის გარემოცვამ უკვე აღნიშნა, რომ CIA-ის ხელმძღვანელი დიპლომატიურ პროცესებში ბევრად წონად და აქტიურ როლს იკისრებს.








