21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

Financial Times: აშშ ევროპაში ბირთვული შეიარაღების განთავსების გაფართოებას განიხილავს

Financial Times-ის ცნობით, აშშ ევროპაში ბირთვული შეიარაღების განთავსების გაფართოებას განიხილავს.

გამოცემის ცნობით, ეს იქნება აშშ-ის მცდელობა დაარწმუნოს NATO-ელი მოკავშირეები, რომ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები რეგიონში არ შესუსტებულა.

გამოცემა წერს, რომ კონფიდენციალური დისკუსიები NATO-ს ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ყველაზე დიდ ინტერესს რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს- მშობელი კერძო ბაგა-ბაღს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს