„Financial Times“ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სტატიას აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე ბრიტანული „Financial Times“-ის სტატიას აქვეყნებს – სტატიაში საუბარია რიგის სამიტის მოლოდინებზე, ეკონომიკურ კრიზისსა და რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე. გამოცემაში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შედეგებიც.

„თბილისი იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირი გააუქმებდა ვიზებს ქართველებისთვის – ნათქვამია სტატიაში. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება გადაიდო პოლიტიკური მიზეზებით. ვიზების გაუქმება ჯერჯერობით ერთადერთი ხელშესახები მიღწევა იქნებოდა ყოველი ქართველისთვის. ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ეროვნული ვალუტა ერთი მესამედით გააუფასურა, ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია და კარი გაუღო რუსეთის გავლენის გაძლიერებას. რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, საქართველოს ფარგლებზე ბევრად მეტი შედეგები ექნება, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე განიხილებოდა, როგორც ყველაზე წარმატებული ეკონომიკური რეფორმების ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა, ამას თან ერთვის ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა თავისი ნავთობ და გაზსადენებით,“ – ნათქვამია სტატიაში.

ვირუსის ბლოკატორები