Financial Times​: ააკაშვილის დაკავება საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობებს ართულებს

მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობებს ართულებს – ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა Financial Times​ აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

“მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო ევროკავშირის ურთიერთობას ართულებს. იმის მიუხედავად რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში ევროპარლამენტარებმა უთხრეს რომ დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებდნენ, რაც ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდიდა, მესამე პრეზიდენტი სამშობლოში მაინც დაბრუნდა. ის დააკავეს. ბრიუსელში მიიჩნევენ რომ მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპელი დიპლომატების მოსმენა, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, დემოკრატიის უკუსვლა, ავტორიტარიზმის ნიშნები და მესამე პრეზიდენტის დაკავება, დასავლელ პარტნიორებს აფიქრებინებს რომ ერთ დროს დასავლეთისკენ მიმართული ქვეყანა დასავლური ორბიტიდან უხვევს”.- ნათქვამია სტატიაში.

წინა სტატიაშიქვემო ქართლის სუს-ის უფროსის სახლი გაქურდეს
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: ქვეყანაა გადასარჩენი! (ვიდეო)