Fiat Chrysler-მა 85 ათასი მანქანა გამოითხოვა ბაზრიდან

კომპანია Fiat Chrysler-მა მთელი მსოფლიოდან 85 ათასი Chrysler 200-ის მარკის მანქანა ელექტრონიკული გაუმართაობის გამო გამოითხოვა ბაზრიდან.

საუბარია 2015 წელს გამოშვებულ მანქანებზე, რომელთა უმრავლესობა აშშ-შია გაყიდული.
როგორც “ასოშეითედ პრესი” იტყობინება, მანქანებს ისეთი დაზიენბა აღენიშნება, რომლის დროსაც სავსებით შესაძლებელია მრბოლელი მანქანა უცებ გაჩერდეს, რადგანაც გადამცემი ყუთი ავტომატურად ნეიტრალურ მდგომარეობაში ვარდება.

როგორც Chrysler-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, არც ერთი ავარიული შემთხვევა არ დაფიქსირებულა აღნიშნული გაუმართაობის გამო.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში „გომისმთობა – 2015“ აღინიშნა
შემდეგი სტატიაგუანტანამოს პატიმარი, რომლისთვისაც ბრალი 13 წლის მანძილზე არ წაუყენებიათ