FDA: უკანასკნელი 20 წლის მანძილზე – ალცჰაიმერის პირველი პრეპარატი

აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ (FDA) ალცჰაიმერთან საბრძოლველად პრეპარატ aducanumab-ს ავტორიზაცია მისცა – უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ეს პირველად მოხდა. პრეპარატი კომპანია Biogen-მა შექმნა და ის გაიყიდება დასახელებით Aduhelm – “ბიბისი” წერს.
პრეპარატი მოქმედებს ღრმა მიზეზებზე და არა ალცჰაიმერის სიმპტომებზე, რომელიც დემენციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

Aducanumab-ი შლის ამილოიდს – ცილას, რომელიც ადამიანის ტვინში შედედებებს იწვევს, რაც შემდეგ უჯრედებს აზიანებს და მეხსიერების, აზროვნებისა და კომუნიკაციის პრობლემებს წარმოქმნის.
მსოფლიოში 30 მილიონზე მეტ ადამიანი ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯება. მათი ასაკი 65 წლიდან იწყება.

წამალი დაავადების დასაწყის სტადიას შველის 80 წლამდე ასაკის პაციენტებში. აუცილებელია, სკანირების მეშვეობით დაავადების სწორი დიაგნოზის დადგენა.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ალცჰაიმერის სამკურალოდ ასზე მეტი პრეპარატი განიხილეობდა, თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ვერ გაამართლა.
aducanumab-თან დაკავშირებით ბევრი ექიმი გამოთქვამს ეჭვს, მაგრამ მისი აშშ-ში რეგისტრაცია იმის საწინდარი იქნება, რომ დემენციასთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

banner
წინა სტატიაშიზღვის ჭუჭყი მარმარილოს ზღვიდან შავ ზღვაზე შეიძლება გადავიდეს
შემდეგი სტატიაპარიზში სასამართლომ ახალგაზრდა ისლამისტის 30 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა