FDA-მ კორონავირუსის სამკურნალოდ საგანგებო გამოყენების პრეპარატი დაამტკიცა

შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ საგანგებო გამოყენების მონოკლონური ანტისხეულების თერაპიის პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცა.

პრეპარატი გამოყენებული იქნება 12 წელს გადაცილებული იმ დაინფიცირებული პირებისთვის, ვისაც შესაძლოა ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაცია მოუწიოს, მათ შორის არიან მაგალითად, ის პირებიც, ვინც 65 წელს გადაცილებული არიან და გარკვეული ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან.

მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინებია, რომლებიც იმუნური სისტემის იმიტირებენ, რომლებიც ორგანიზმში არსებულ ანტიგენებს ებრძვიან. სოტროვიბამი მონოლკლონური ანტისხეულია, რომელიც სპეციალურად COVID 19-თან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა