დონალდ ტრამპზე თავდასხმელი პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საქმით იყო დაინტერესებული. ეს ინფორმაცია ეფ-ბი-აის დირექტორმა წარმომადგენლობით პალატაში მოხსენების დროს გააკეთა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაარკვია, რომ თომას მეთიუ კრუკსი ინტერნეტში ეძებდა, როგორ მოკლეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და რა მანძილით იყო დაშორებული მკვლელი პრეზიდენტისგან.
დასრულდა იმ ტელეფონის ექსპერტიზაც, რომელსაც ტრამპზე თავდამსხმელი იყენებდა. მობილურში ნაპოვნია ამერიკის შეერთებული შტატების ჯო ბაიდენის ფოტოებიც.
“6 ივლისამდე მან გუგლში მოძებმა ინფორმაცია – ვციტირებ-„რამდენად შორს იყო ოსვალდი კენედისგან“. ეს გასაგებიცაა მისი განზრახვებიდან გამომდინარე. იმავე დღეს ის დარეგისტრირდა ბატლერის აქციაზე. 11 წუთის განმავლობაში, დაახლოებით, სადღაც 3-დან 4 საათამდე, ის აფრენდა დრონს იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ასაფრენი ბილიკი, 200 მეტრის მოშორებით, საიდანაც ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი სიტყვით მიმართვას აპირებდა. მსროლელის ტელეფონში აღმოვაჩნეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სხვა მაღალჩინოსნების ფოტოები, თუმცა მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე კრუკსი აქტიურად ეძებდა ინფორმაციას კონკრეტულად ტრამპის შესახებ”, – აცხადებს ეფ-ბი-აის დირექტორი.