FBI და დაზვერვა – რუსეთი აშშ-ს კონგრესის არჩევნებში ჩარევას შეეცდება

New York Times-ის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს [FBI] დირექტორმა კრისტოფერ რეიმ და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ნაკასონემ განაცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია ჩაერიოს კონგრესის შუალედურ არჩევნებში, რომელიც აშშ-ში, ნოემბერში გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს, აშშ-ს დაზვერვა და სპეციალური პროკურორი, დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევენ, რომ რუსეთი ერთხელ უკვე ჩაერია აშშ-ს არჩევნებში 2016 წელს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ფაქტი დაადასტურა სპეციალურმა პროკურორმაც, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ.

გამაფრთხილებელი განცხადებები არჩევნებში ჩარევაზე, 2018 და 2020 წლების არჩევნებზეც ისმოდა.

მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, არის მოლოდინი, რომ შემოდგომაზე დემოკრატები ორი პალატიდან ერთ-ერთში უმრავლესობას დაკარგავენ.

რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ კონგრესის უმრავლესობაში რესპუბლიკელები ყოფნა, ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მხარდაჭერას გაურთულებს.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და განახლება იწყება
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომის შესახებ “სიცრუის” გამოქვეყნების გამო, რუსეთმა Wikipedia-ს კანონდამრღვევი უწოდა