Facebook-ის პირდაპირ ეთერში ტაილანდის მოქალაქემ საკუთარი ქალიშვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა

ტაილანდის მოქალაქემ საკუთარი ქალიშვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა Facebook-ის პირდაპირ ეთერში – ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. სოციალურმა ქსელმა ჩანაწერი წაშალა და დაზარალებულის ოჯახს “ამაზრზენი ინციდენტის” გამო ბოდიში მოუხადა.
როგორც სამართალდამცველები ავრცელებენ, 21 წლის ტაილანდელი კუნძულ პხუკეტის სასტუმროში იმყოფებოდა. მამაკაცის ნათესავებმა ტრანსლაცია ნახეს და პოლიციას შეატყობინეს, თუმცა, მათ დააგვიანეს მისვლა და მამაკაცის და მისი გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცის საქციელს სამართალდამცველებმა “ოჯახური პრობლემა” უწოდეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციაში ქორწინებისა და ოჯახის დეფინიცია, შესაძლოა, აღარ ჩაიწეროს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ქართული და ბერძნული მხარე კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდა