Facebook-მა შეცდომით ცუკენბერგის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

სოციალურმა ქსელმა “ფეისბუქმა” თავის მომხმარებლებში შეცდომით დამფუძნებლის, მარკ ცუკენბერგის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ტექნიკური პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, მარკ ცუკენბერგსაც შეეხო, რომლის პირად “ფეისბუქ” გვერდზე შეტყობინება გამოჩნდა, რომ აკაუნტის მფლობელი ახლახანს გარდაიცვალა.
მოგვიანებით, ქსელმა შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა. “ვწუხვართ, რომ ასე მოხდა. ეს საშინელი შეცდომა იყო, რომელიც უკვე გამოვასწორეთ” – რესურსის წარმომადგენელმა განაცხადა.
“ეს ისეთი რთული კვირა იყო ამერიკისთვის, რომ “ფეისბუქმა” ჩათვალა, რომ ჩვენ მოვკვდით” – ამის შესახებ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა.
Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქსელია, მას 1,7 მილიარდი მომხმარაბელი ყავს.

banner
წინა სტატიაშიმედია: ლეონარდ კოენი ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაასაფლავეს
შემდეგი სტატიაშსს-მ მარკეტის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა