Facebook-მა სამედიცინო მარიხუანას რეკლამა ამოიღო სქელიდან

Facebook-მა სამედიცინო მარიხუანას რეკლამა ამოიღო სქელიდან

აშშ-ში Facebook-მა სამედიცინო მარიხუანას სარეკლამო გვერდები წაშალა – ამის შესახებ “ინდეფენდენტი” წერს.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა აშშ-ს 23 შტატში ნებადართულია, Facebook-ი გვერდებს სოცქსელის შიდა წესების გამო აუქმებს. შეზღუდვა უკვე შეეხო რამდენიმე აფთიაქს, კვლევით ორგანიზაციებს და სამკურნალო დაწესებულებებს.

სოციაური ქსელის პოლიტიკამ უკმაყოფილება გამოივია ორგანიზაციებში, ექიმებსა და პაციენტებში. “მარიხუანა ნაწილობრივ ლეგალიზებულია უკვე 6 წელია. ჩვენ არ გვაქვს პრობლემები ფედერალურ ხელისუფლებასთან, მაგრამ პრობლემები რატომღაც Facebook-თან შეიქმნა” – განაცხადა სამედიცინო მარიხუანას გამოყენების კავშირის ხელმძღვანელმა კენ ვოლსკიმ.
Facebook-ი აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიჯონი დეფი მოყვა როგორ დასცინოდა ახალგაზრდა დი კაპრიოს
შემდეგი სტატიაH1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა სამეგრელოში