Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ასობით აკაუნტი გააუქმა

კომპანია Facebook-მა რამდენიმე ასეული აკაუნტი და გვერდი გააუქმა, რომლებიც შემჩნეული იყვნენ “ისეთ მოქმედებებში, რომელსაც შეცდომაში შეყავდა მომხმარებლები”. ეს გვერდები, შესაძლებელია, რუსეთთან იყვნენ დაკავშირებული, ასევე, რუსულ საინფორმაციო საშუალება “სპუტნიკთან” – კომპანია ავრცელებს – წერს “ბიბისი”. “ორი ოპერაცია აღმოვაჩინეთ, რომელიც რუსეთიდან ხდებოდა: პირველი მთელ რიგ ქვეყნებს ეხებოდა, მეორე მხოლოდ უკრაინას. ჩვენ ამ ოპერაციებს შორის რაიმე სახის კავშირი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთნაირ ტაქტიკას იყენებდნენ – აკაუნტების ქსელის შექმნა, რომლებსაც მომხმარებლები შეცდომაში შეყავდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან და რას საქმიანობენ” – წერს კომპანია.

პირველ შემთხვევაში საუბარი იყო ბალტიის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ მიმართულ ოპერაციებზე – “ფეისბუქმა” მათი 364 აკაუნტი გააუქმა – ყველა მათგანი პოზიციონირებდა, როგორც დამოუკიდებელი მედია-საშუალება. ეს გვერდები და აკაუნტები თანამშრომლობდნენ “სპუტნიკთან”, მოსკოვის საინფორმაციო სააგენტოსთან. გარკვეული გვერდები კი რეგულარულად აშუქებდნენ ნატოს სიახლეებს, საპროტესტო აქციებს და კორუფციასთან ბრძოლას.
“ფეისბუქი” ამბობს, რომ აღნიშნულ გვერდებს 790 ათასი გამომწერი ყავდათ, მათ რეკლამირებაზე კი 135 ათასი დოლარია დახარჯული.

უკრაინასთან დაკავშირებით 107 “ფეისბუქ” და 41 “ინსტაგრამ”-აკაუნტი წაიშალა. აქაც, გვერდები კი რეგულარულად აშუქებდნენ ნატოს სიახლეებს, საპროტესტო აქციებს და კორუფციასთან ბრძოლას.

რუსულმა სააგენტო “Sputnik”-მა გაავრცელა, რომ “ფეისბუქმა” მათი რამდენიმე გვერდი გააუქმა. მათ კომპანიის მოქმედებას “პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდეს.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება სირიაში – ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს