,,facebook-ი,, ყალბი ,,fake,, ინფორმაციების შეჩერებას გეგმავს

15 დეკემბერს facebook-მა სოციალური მედიის ბლოგში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გეგმავს ებრძოლოს ყალბ ინფორმაციებს… ე.წ. ,,ფეიკებს,, (fake)…
საქმე ეხება სპამ შეტყობინებებს, რომლის ავტორებიც ყალბ ინფორმაციას საკუთარი ორგანიზაციის სასარგებლოდ, ან სხვა ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების შეცდომაში შესაყვანად იყენებენ.
კომპანიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ქსელში განთავსებული ინფორმაციაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში შეეძლებათ განათავსონ ნიშანი, რომლის მიხედვითაც ისინი ინფორმაციის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებენ.ამის შემდგომ საქმეში ჩაერთვება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ინფორმაციის სინამდვილის დადგენაზე იმუშავებს და საეჭვო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში გარე ფაქტორების ჯგუფსაც ჩართავს.იმიტირებულ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი – მას სიყალბის შესაბამის ნიშანს დაუსვამენ. მსგავსი შეტყობინებები საინფორმაციო ლენტის ისტორიაზეც იქნება მიმაგრებული.

banner
წინა სტატიაშიBBC: დათანხმდება თუ არა პუტინი კურილის კუნძულების დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიაოპტიმიზაცია პრესის ხარჯზე… გაზეთი ,,ხობის მოამბე,, დახურეს…