Facebook-ის თანამშრომლებს მილიონობით პაროლზე ჰქონდათ წვდომა

Facebook-ის თანამშრომლებს ათობით მილიონი მომხმარებლის პაროლზე მიუწვდებოდათ ხელი. ეს მონაცემები კომპანიის სერვერებზე დაუშიფრავად ინახებოდა – სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 21 მარტს განაცხადა. თუმცა, კომპანიამ “დღემდე ვერ იპოვა იმის დამამტკიცებელი მასალები”, რომ მისმა თანამშრომლებმა ამით ისარგებლეს და ის ბოროტად გამოიყენეს – “ფეისბუქის” წარმომადგენლებს “დოიჩე ველე” ციტირებს.

2018 წლის დასაწყისში Facebook-იდან პირადი მონაცემების გაჟონვის უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანია Cambridge Analytica-მა არაკანონიერად შეაგროვა და გამოიყენა პირადი მონაცემები და ის მესამე პირს გადასცა გამოსაყენებლად.

banner
წინა სტატიაში“პორშე” 25 ათას თანამშრომელს ხელფასთან ერთად პრემიის სახით 9700 ევროს დაურიცხავს
შემდეგი სტატიაევროკავშირი თანახმაა “ბრექსიტი” 22 მაისამდე გადადოს