Facebook-ი დღეს შეგატყობინებთ, თქვენი პირადი მონაცემი გადაეცა თუ არა Cambridge Analytica-ს

9 აპრილს საქართველოს დროით 7 საათიდან “ფეისბუქი” გაგაგაბინებთ, იმ 87 მილიონ მომხმარებელში ხართ თუ არა, ვისი პირადი მონაცემიც Cambridge Analytica-ს გადაეცა. კომპანია ორი ტიპის შეტყობინებას დააგზავნის, ერთი იქნება მათთვის, ვისი მონაცემებით არ დაშავებულა, და მეორე მათთვის, ვისი პირადი მონაცემებიც ბრიტანულ კომპანიას გადაეცა. გარდა ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, რა ტიპის აპლიკაციები უყენიათ და ამ აპლიკაციის შემქმნელებისთვის რომელი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე, “ფეისბუქმა” დროებით დაბლოკა ანალიტიკური კომპანია Cubeyou, რომელიც, სავარაუდოდ, გამოკითხვას You Are What You Like (იგივე Apply Magic Sauce) აკადემიური და კომერციული მიზნებისათვის იყენებდა.
გამოკითხვის საიტი The You Are What You Like შექმნილი იყო Cubeyou-ის მიერ კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქომეტრიის ცენტრთან ერთად. კემბრიჯის ცენტრი აცხადებს, რომ საიტზე გარკვევით წერია, რომ მომხმარებელთა მონაცემები შესაძლებელია გამოიყენონ ორივე მიზნისთვის და ყველა, ვინც დაიყენა ეს აპლიკაცია, პირობას დათანხმდა. ამასთანავე, კემბრიჯის უნივერსიტეტის განცხადებით, Cubeyou-სთან კავშირი 2015 წლიდან გაწყვეტილი აქვს.

11 აპრილს “ფეისბუქის” შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა – ის მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შესახებ მოხსენებას გააკეთებს.
დაზარალებული 87 მილიონიდან 1,1 მილიონი ბრიტანელია, დანარჩენი – ამერიკელი – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპანკისელი მურად მარგოშვილი ერაყში მოკლეს
შემდეგი სტატიატრამპი: გამორიცხული არ იქნება რეგიონში სამხედრო ჩარევა