20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

კომპანია Meta-ს სოციალურ ქსელებში, Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. ხარვეზები ფიქსირდება როგორც მობილურ აპლიკაციებში, ისე პლატფორმების ვებვერსიებში.

პლატფორმების მუშაობის მონიტორინგის სერვის Downdetector-ის მონაცემებით, აშშ-ში Facebook-ის მომხმარებლებმა 4 800-ზე მეტი საჩივარი დაარეგისტრირეს, მათგან 63% აცხადებს, რომ წვდომა უშუალოდ ვებგვერდზე შეეზღუდათ. რაც შეეხება Instagram-ს, აშშ-დან აპლიკაციის მუშაობის ხარვეზებზე 2 800-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა წყვეტილი და არასტაბილური იყო სხვა ქვეყნებშიც.

კომპანია Meta-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში“ანაკლიის ნავსადგურის წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული“ – თამარ იოსელიანი
შემდეგი სტატიაჩხუბი სასტუმროში- რა მოხდა კახეთში