27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

 F5 – ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს-დანიელ ფიფია  მეგრული ლექსების კრებული

F5 – ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც გამომცემლობა „ინტელექტის“ ავტორები ღებულობენ მონაწილეობას.

F5 უკვე 6 წელია იმართება და მისი მიზანი სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობაა.

პროექტი საქართველოს პენცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალზე წარდგენილი იკო  დანიელ ფიფია  მეგრული ლექსების კრებული, რომელიც  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობითა და დაფინასებით დაიბეჭდა.

როგორც თამარ ბელქანიამ აღნიშნა წიგნი, გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც, როგორც დანიელ ფიფია, იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური, სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა.

ჩვენი და გია ხარჩილავას ერთ-ერთი იდეა იყო წალენჯიხაში,  დანიელ ფიფიას ოდაბადეში, სოფელ ობუჯში სახლ-მუზეუმის შექმნა, რომელიც ამ ბრწყინვალე პოეტს გააცნობდა მომავალ თაობებს, როგორც რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლის თავგანწირვის მაგალითი. გია ხარჩილავა, 2024 წელს 55 წლის გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა დანიელ ფიფიას სახლ-მუზეუმი და სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება ეს გამოცემაც.

 

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ესწრებ
შემდეგი სტატიააშშ-ში, ეკლესიაში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა