უკრაინის პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავს მაქსიმ უსტიმენკოს, რომელიც F-16-ით საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ დაიღუპა, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.
“პილოტმა სრულად გამოიყენა ბორტზე არსებული შეიარაღება და მოაგერია შვიდი საჰაერო სამიზნე. უკანასკნელის ჩამოგდებისას მისი თვითმფრინავი დაზიანდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. პილოტმა ყველაფერი გააკეთა, რათა თვითმფრინავი დასახლებული ადგილიდან მოშორებით გაეყვანა, თუმცა კატაპულტირება ვერ მოასწრო”,- წერია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.