ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი ინფიცირების წყარო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი ინფიცირების წყარო.

“ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში ინფიცირების წყარო – ყოველ შემთხვევაში მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს, ასევე ჩვენს პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების სია. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო”, — აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიამ, ასევე ისაუბრა დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე – მისი თქმით, პაციენტებს მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი პაციენტის მდგომარეობა ბოლო საათებში არ გართულებულა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს ვიცე გუბერნატორი განათლების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა
შემდეგი სტატიაფოთის ზღვამ უცნობი მამაკაცის ცხედარი გამორიყა