ევროზონაში უმუშევრობა უკანასკნელ ათწლეულში მინიმუმამდე დავიდა

ევროზონაში2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 7,8%-ია – ამის შესახებ სტატისტიკურმა უწყება ЕС Eurostat-მა ლუქსემბურგში 9 იანვარს განაცხადა. გასულ თვეებთან შედარებით მაჩვენებელი 0,1%-ით შემცირდა და ამით 2008 წლის შემდეგ მინიმუმს მიღწია. ადრე ეკონომისტები 8,1%-იან დონეს ვარაუდობდნენ – “დოიჩე ველე” წერს.
აქედან, ყველაზე ნაკლები უმუშევრობაა გერმანიაში – 3,3%, ნიდერლანდებში – 3,5%, ჩეხეთში – 3,9%. ამავე დროს, საბერძნეთში ეს მაჩვენებელი 18,6%-ია, ესპანეთში კი 14,7%.
ЕС Eurostat-ის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბრისთვის სულ, ევროზონაში 13 მილიონი ადამიანი იყო უმუშევარი.
ამავე დროს, ევროკავშირში უმუშავერთა რაოდენობა 16,5 მილიონია, რაც 107 ათასით ნაკლებია, ვიდრე გასულ თვეებში. ევროკავშირში უმუშევრობის დონე 6,7%-ია, რაც 2000 წლის შემდეგ მინიმუმს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ექს-მინისტრს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 11 წლით ციხე ემუქრება
შემდეგი სტატიანაციონალისტების ინტერნაციონალი: ევროპელი მემარჯვენეები ევროპარლამენტში ალიანსს შექმნიან