“ევროვიზიის” ორგანიზატორები კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციას განიხილავენ

JAMALAAAAევროპის სამაუწყებლო კავშირი (European Broadcasting Union, EBU), რომელიც “ევროვიზიის” ორგანიზატორი და მფლობელია, მზად არის განიხილოს პეტიცია, რომელიც change.org-ზე გამოჩნდა, კონკურსის შედეგების გადახედვასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვიცით პეტიციის შეასხებ. მას დღეს, 17 მაისს განვიხილავთ და პასუხს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ” – განაცხადა ორგანიზაციის პრეს-მდივანმა პოლ ჯორდანმა. ამასთანავე, მისი აზრით, “ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ შედეგები შეიძლება შეიცვალოს”.

პეტიციის ავტორია ერევნელი არტურ ჰოვჰანისიანი. “ჩვენ გვესმის, რომ არჩევანი ემოციურად რთული საქმეა, მაგრამ პეტიციის ხელმომწერების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ კონკურსზე გამარჯვებული გახდა არა ის, ვინც უნდა გამხდარიყო” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელმაც ორ დღეში 200 ათასი ხელისმომწერი მოაგროვა.

“ევროვიზიის” ფინალი სტოკჰოლმში, 14 მაისს გაიმართა. კენჭისყრის შედეგებით, გამარჯვებული გახდა უკრაინელი მომღერალი ჯამალა სიმღერით “1944”, რომელიც ყირიმელ თათრებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია: თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია საშიშია
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოსვლას ლექსი მიუძღვა