“ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროპისთვის”- აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ,,რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღსრულების პროცესის ევოროსასამართლოში საქმის დასრულებამდე შეჩერების მომხრეა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად და მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანი საქართველო ევროპისთვის, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს ხელისუფლებამ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს კარგად აქვს გააზრებული,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გუშინ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

banner
წინა სტატიაში“უკან გადადგმული ნაბიჯი” – ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: ხალხი ყველას სულელი გონია, სინამდვილეში სულელი არაა, უბრალოდ ჩვენი ხალხი კონსერვატორია