“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
“ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა სტრასბურგის სასამართლოდან, სრულიად უპროცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სტრასბურგის სასამართლომ პირველად, საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ამ ეხება ადამიანების ექსტრადაციას”, – განაცხადა გვარამიამ.
https://youtu.be/a4kuFEz_0P4