ევროსასამართლომ „უფლებები საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

დღეს, 2020 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში დასრულდა საქმე უჩა ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. განმცხადებლის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს’’ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა.

საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული პირის ცემის არაეფექტიან გამოძიებას და კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ფაქტს. უჩა ილაშვილის მიმართ საქართველოში დღემდე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა. მორიგების პირობების შესაბამისად, ბრალდების მხრიდან ილაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე, განმცხადებელი მიიღებს მატერიალური და მორალური ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას 10 000 ევროს ოდენობით.

„უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) ერთ-ერთი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელმაც წარადგინა (1999 წელს) და მოიგო საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაციას არსებობის 23 წლის მანძილზე ათეულობით საქმე აქვს გაგზავნილი და მოგებული ევროსასამართლოში. „უფლებები საქართველომ“ შექმნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების და სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის პრეცედენტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ
შემდეგი სტატიანიკა მელია: მე მინდა, ბოდიში მოვუხადო გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს